მადლობა კანკავას პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის - ქეცბაია სანაკრებო მატჩებამდე ჩაკვეტაძის ფორმაში შესვლას იმედოვნებს #1TVSPORT
მადლობა კანკავას პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის - ქეცბაია სანაკრებო მატჩებამდე ჩაკვეტაძის ფორმაში შესვლას იმედოვნებს #1TVSPORT

ივნისში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ოთხ მატჩს გამართავს. თემურ ქეცბაიას თქმით, ეს „ჯვაროსნებისთვის“ ყველაზე რთული პერიოდია. ამის შესახებ ეროვნული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა, რომელიც ამჟამად „ანორთოსისის“ დამრიგებელია, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ილაპარაკა.

54 წლის ქართველი სპეციალისტის თქმით, ის ფაქტი აფიქრებს, რომ საქართველოს ნაკრებს ივნისში მოგება ყველაზე მეტად უჭირს: 

„ყოველთვის რთული იყო ივნისის თამაშები. ფეხბურთელი დიდ სეზონს რომ დაასრულებს, რა თქმა უნდა, დასვენებაც არის საჭირო. ფეხბურთელებს კი ისეთ დროს უწევთ თამაში, როდესაც ზოგს ადრე აქვს დასრულებული სეზონი – ნაკრების თამაშებს 2-3 კვირა უნდა ელოდოს. როდესაც ნაკრების მწვრთნელობისას, ამ დროს ყოველთვის პრობლემების წინაშე ვიყავი. იმედია, ვინც სეზონს დაასრულებს, ვარჯიშს გააგრძელებენ, სანაკრებო მატჩებისთვის ფორმაში რომ იყვნენ. ამიტომ დასვენება უნდა გადადონ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თემურ ქეცბაიამ.

ცოტა ხნის წინ, კაპიტანმა ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ქეცბაია „ჯვაროსნების“ ამ მნიშვნელოვან დანაკლისსაც შეეხო და ვეტერან ფეხბურთელს პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის  მადლობა გადაუხადა: 

„მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისა და ღვაწლისთვის, რაც მან მთელი ამ წლების განმავლობაში ნაკრებისთვის გაიღო. წამყვანი მოთამაშის, ლიდერის შეცვლა ადვილი არაა, მაგრამ იმედია შემცვლელები მოიძებნებიან. ჯაბა, პიროვნება, ფეხბურთელი – ძალიან თავდადებული იყო, ბევრი გააკეთა და რა თქმა უნდა, ნაკრებმაც ბევრი მისცა. იმედია, ჯაბა ნაკრებში დარჩება“.

ქეცბაიამ კომენტარი გიორგი ჩაკვეტაძეზეც გააკეთა:

კონფერენს ლიგაზე ჩვენს წინააღმდეგ არ უთამაშია. რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძე ძალიან საინტერესო და კარგი ფეხბურთელია. იმედი მაქვს, რომ „ჰამბურგში“ გადასვლის შემდეგ მეტი შანსი მიეცემა, ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა არ შეიძლება. მე მგონია, გუნდსაც გამოადგება და საქართველოს ნაკრებსაც. მეორე ბუნდესლიგაც კარგი დონეა და ოფიციალური თამაშებისთვის მზად იქნება“.