ტურინის „იუვენტუსი“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდომ სახლი გაქურდეს, – დაწერა გამოცემა Diario de Noticias Madeira-მ.
ინციდენტი რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის დროს მოხდა. წყაროს ცნობით, ლაპარაკია ფეხბურთელის სახლზე, რომელიც კუნძულ მადეირაზე მდებარეობს.
ვიდეოკამერების მეშვეობით გაარკივეს, რომ ქურდმა რონალდოს სახლში ავტოფარეხის გავლით შეაღწია. არ ასახელებენ მოპარული ნივთებისა და ზარალის ოდენობას, თუმცა, ცნობილია, რომ დაკარგულია ფეხბურთელის პირადი ნივთები.
ვიდეოს შესწავლის შემდეგ, პოლიციამ დაადგინა ეჭვმიტანილი, მაგრამ ის ჯერ არ დაუჭერიათ.