ბელგრადში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, შეჯიბრის დასკვნით დღეს ქართველი ფალავანი გივი მაჭარაშვილი (97კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მან უნგრეთის სახელით მოასპარეზე ოსი ბაიცაევი დაამარცხა.
მსოფლიო პირველობა ჩვენმა ნაკრებმა ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. წინა დღეებში მედლები ზურაბ იაკობიშვილმა (70), მირიან მაისურაძემ (92) და მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ბელგრადში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირამდე, მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე ქართველი ფალავნები გამოვიდნენ. მათ შეჯიბრზე მხოლოდ ორი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლეს. მთლიანობაში ბელგრადში ქართველ მოჭიდავეთა გამოსვლა დადებითად არ შეიძლება, შეფასდეს.