ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს სამ წონაში 61, 65 და 97 კგ კატეგორიებში გამოვიდნენ ქართველი ფალავნები. გივი მაჭარაშვილმა ტურნირზე ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში იაპარეზებს. ქართველმა ჯერ ლატვიელ, ხოლო შემდეგ ყაზახ სპორტსმენს სძლია. თეიმურაზ ვანიშვილი და ბექა ლომთაძე პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.
ნახევარფინალები 19:00 საათზე დაიწყება. დღევანდელი წონების ფინალური ბლოკი კი ხვალ გაიმართება. ტურნირზე 20:00 საათიდან ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის მირიან მაისურაძე (92კგ) იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა და მსოფლიო ჩემპიონმა ზურამ იაკობიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.