ლევან მაჭარაშვილი ლიეტუვას ჩემპიონატში აგვისტოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს – კაუნასის “სტუმბრასის” ქართველი ლეგონერი “ა” ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია.
„კაუნასის „სტუმბრასმა” აგვისტოში წარმატებულ თამაშების სერია ჩაატარა და მესამე ადგილზე დაწინაურდა. ამაში ლევან მაჭარაშვილის დამსახურება დიდია. 21 წლის ფეხბურთელი საქართველოდან ლიეტუვის ჩემპიონატის აგვისტოს თვის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ამიტომ ვაღიარეთ. სეზონის პირველი ნახევარში მაჭარაშვილი ჩრდილში იყო და არ ათამაშებდნენ. მაგრამ მან წარმატებით მოახერხა აფრიკელთა არყოფნის კომპენსირება. აგვისტოში ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ძალიან პროდუქტიული იყო და დამაჯერებლად გამოიყურებოდა” – წერს „ა” ლიგის ოფიციალური გვერდი.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა, შესაძლოა, პარასკევს, ლიეტუვას წინაააღმდეგ ითამაშოს – 7 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გიორგი ცეცაძის გაწვრთნილები ლიეტუვას გარგჟდაიში დაუპირისპირდებიან.