მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, დინგაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, ბოლქვაძე მედლის მოპოვებას რეპეჟაშიდან შეეცდება #1TVSPORT 
მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, დინგაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, ბოლქვაძე მედლის მოპოვებას რეპეჟაშიდან შეეცდება #1TVSPORT 

ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ორმა – გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) და რობერტ დინგაშვილმა( 57 კგ) ნახევარფინალში იჭიდავეს.

მაჭარაშვილმა ფინალში გასასვლელად უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე დამაჯერებლად 9:1 დაამარცხა და ხვალ ტურნირზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. დინგაშვილმა კი ნახევარფინალში თურქ სულეიმან ატლისთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ტურნირზე დღეს გამომსვლელი სამი მოჭიდავე – ედემი ბოლქვაძე (65 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდნენ. ქართველებიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან მხოლოდ ბოლქვაძე განაგრძობს. კონტინენტის პირველობაზე პირველი გამარჯვებულები და მედალოსნები ხვალ ფინალურ ბლოკში გამოვლინდებიან.