„ლვოვში“ ცეცაძის დებიუტი შედგა - შესვენების შემდეგ თამაში გავაფუჭეთ
„ლვოვში“ ცეცაძის დებიუტი შედგა - შესვენების შემდეგ თამაში გავაფუჭეთ

უკრაინის პრემეირლიგაში გიორგი ცეცაძემ „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი გამართა – მისი გუნდი თანაქალაქელ „კარპატის“ დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

მატჩის შემდეგ უკრაინული გუნდის ქართველმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავედით. პირველ ტაიმში, იმის მიუხედავად, რომ გუნდთან სულ ოთხი ვარჯიში ჩავატარე, ნორმალურად გამოვიყურებოდით. შესვენების შემდეგ კი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოეშვნენ, დაღლილობაც დაეტყოთ და იძულებითი შეცვლებიც გავაკეთე. თუ მთელ მატჩს შევაფასებთ, მოგება შეგვეძლო. შეხვედრის ბოლოს მომენტი შევქმენით და სამწუხაროდ მისი რეალიზება ვერ მოვახერხეთ. პირველ ტაიმში მეტოქეზე გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ, ხოლო მეორე ნახევარში საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. შესვენების შემდეგ თამაში გავაფუჭეთ და ამიტომაც ვერ მოვიგეთ. ასე რომ, შედეგი ლოგიკურია“ – თქვა ცეცაძემ.

ცეცაძის გუნდის წინაააღმდეგ „კარაპტიში“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მცველმა ანდრო გიორგაძემ ითამაშა. „ლვოვი“ 36-ე წუთზე სწორედ მისი ავტოგოლით დაწინაურდა. 25 წლის მცველი 74-ე წუთზე შეცვალეს.

ამჟამად, უკრაინის ჩემპიონატი ფინალურ ექვსეულებში გრძელდება. 28 მატჩის შემდეგ „ლვოვმა“ 23 ქულა დააგროვა, ისევე როგორც დონეცკის „ოლიმპიკმა“, და მე-11 ადგილზეა.

დატოვე კომენტარი