საქართველოს 15-წლამდე ნაკრები ლუქსემბურგშია, სადაც თანატოლთა ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.
გოლის გატანა ვერც მასპინძლებმა შეძლეს და ვერც სტუმრებმა და და შეხვედრა 0:0 დასრულდა. ლუქსემბურგთან გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილები 24 მაისს მეორე ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ და საქართველოში დაბრუნდებიან.
პირველ შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: ასათიანი, ვაზაგაშვილი, ფერცულიანი, კვაშილავა, ზოსიაშვილი, ავალიანი, გაგნიძე, სიხარულაშვილი, ჩხეტიანი, მამაგეიშვილი, დეისაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ონიანი, ქუნთელია, თელია, მეხტიევი, სიჭინავა.