ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი - ვულოცავ საქართველოს, მაგრამ არ მესმის, მსაჯმა ჩვენი გოლი რატომ გააუქმა #1TVSPORT
ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი - ვულოცავ საქართველოს, მაგრამ არ მესმის, მსაჯმა ჩვენი გოლი რატომ გააუქმა #1TVSPORT

„დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრა (2:0) ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა შეაფასა და მსაჯების მიმართ პრეტენზიები გამოთქვა.

„პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას. ეს პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის დამსახურება იყო. თუმცა სრულიად არ მესმის, რის საფუძველზე გადაწყვიტა მეორე ტაიმში მსაჯმა გადამწყვეტ მომენტში ჩვენი გოლის გაუქმება.

ამ ეპიზოდში მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს მცველს, მაგრამ არბიტრმა ჩვენი გოლი გააუქმა და მცველი გაგვიძევა. ეს მსაჯი პირველად არ მსაჯობს ისე, რომ ლუქსემბურგი დაზარალდა. ეს სრული კატასტროფა იყო.

სტადიონზე ატმოსფერო? მართლაც განსაკუთრებული და ჩინებული მაყურებელი იყო. პირველ ტაიმში იგრძნობოდა, რომ მათი ფაქტორი ჩვენს ფეხბურთელებს წნეხის ქვეშ აქცევდა, მაგრამ მეორე ტაიმში სურათი საგრძნობლად შეიცვალა, სანამ გოლი არ გაგვიუქმეს“, – განაცხადა ლუკ ჰოლცმა.