ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მკაცრი არბიტრის დანიშვნით უკმაყოფილოა - მსგავსი რამის გაკეთება მხოლოდ უეფა-ს შეუძლია #1TVSPORT
ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მკაცრი არბიტრის დანიშვნით უკმაყოფილოა - მსგავსი რამის გაკეთება მხოლოდ უეფა-ს შეუძლია #1TVSPORT

ლუქსემბურგის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუკ ჰოლცი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალის არბიტრად უეფა-მ 40 წლის ხოსე მარია სანჩესი დანიშნა, – ამის შესახებ გამოცემა lequotidien-ი წერს.

თბილისში უეფა-მ დანიშნა იგივე ესპანელი მსაჯი, რომელმაც ოქტომბერში სლოვაკეთთან შეხვედრაში (0:1) მთელი ლუქსემბურგი გააღიზიანა. ეს გუნდმა მაშინ გაიგო, როდესაც ფეხბურთელები უკვე თვითმფრინავში იყვნენ. ამან გუნდის ხელმძღვანელები და ლიდერები გააღიზიანა.

მას დიდი შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ აშკარად ცუდ ხასიათზე ჩამოვიდა, გადაიფიქრა ბარეიროს წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა. ყვითელი ბარათი მიიღო ვინსენტ ტილმა მას შემდეგ, რაც სარეკლამო ბანერს შეეჯახა.

ლუკ ჰოლცს არ მოეწონა მისი გადაწყვეტილება, უკმაყოფილება მეოთხე მსაჯთან გამოხატა და მასაც პრობლემა შეექმნა. მწვრთნელის თქმით, მსაჯებთან ასეთი ინციდენტები ნებისმიერ შემთხვევაში მომავალში ნეგატიურად აისახება“, – წერს გამოცემა lequotidien-ი.

„რბილად რომ ვთქვათ, ლუქსემბურგი-სლოვაკეთის მატჩიდან ხუთი თვის შემდეგ სანჩესის დანიშვნა არასასურველი გადაწყვეტილებაა. ასეთი რაღაცეების გაკეთება მხოლოდ უეფა-ს შეუძლია. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და იმედია, მატჩზე ცუდ გავლენას არ მოახდენს“, – ამბობს ლუკ ჰოლცი.

საქართველოს და ლუქსემბურგის ნაკრებების მატჩი 21 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.