ლუქსემბურგი-საქართველოს პირველი არხი აჩვენებს
ლუქსემბურგი-საქართველოს პირველი არხი აჩვენებს

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრიიდან ლუქსემბურგში გადაინაცვლა, სადაც ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან 5 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა 3 ივნისს ლუქსემბურგში პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის, “რასინგის” მოედანზე წარიმართა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლუქსემბურგის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ტარაგონა, ესპანეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)

ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება, 5 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.