საკალათბურთო “ევროლიგაზე” პლეი ოფის მორიგი ორი შეხვედრა ჩატარდა. მადრიდის “რეალი” საკუთარ არენაზე ბერძნულ “პანათინაიკოსს” დაუპირისპირდა და სერიაში 2-1 დაწინაურდა.
სამეფო კლუბმა მეტოქეს 6 ქულის სხვაობით, 81-74 სძლია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა სერხიო ლული, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და გუშინდელ შეხვედრაში 8 ქულის დაგროვება მოახერხა. მადრიდელთაგან ყველაზე მეტი 17 ქულა ქეროლის ანგარიშზეა. რუდი ფერნანდესმა 9 ქულა ჩაიწერა პორად აქტივში. “პანათინაიკოსის” რიგებში 26 ქულით ნიკ კალატესი გამოირჩა. ჯეიმს გისტის ანგარიშზე 15 ქულაა.
მომდევნო შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 27 აპრილს კვლავ მადრიდში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში “რეალი” მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.