ლუხუმ ჩხვიმიანის წარმატებული სტარტი
ლუხუმ ჩხვიმიანის წარმატებული სტარტი

დიუსელდორფში „დიდი მუზარადის“ მორიგ ტურნირზე საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრთაგან დღეს მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი (60) ასპარეზობს.

ის პირველივე წრიდან ჩაება შეჯიბრებაში, სადაც ფრანგი ჟოლან ფლორიმონი შეხვდა და დაამარცხა.

მეორე წრეში კი მისი მეტოქე მონღოლთა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ბოლდბაატარ განბატია.

განბატმა პირველ შეხვედრაში ყაზახი მსოფლიოს ფინალისტი რუსტამ იბრაევი დაამარცხა.