ლუხუმ ჩხვიმიანი და გიორგი სარდალაშვილი ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან, ლიპარტელიანიც ფინალში გასასვლელად იჭიდავებს #1TVSPORT
თბილისში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. მედლების მოსაპოვებლად 14 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ასპარეზობას ექვსი სპორტსმენი ისევ აგრძელებს. ტურნირზე კარგად გამოდის ეთერ ლიპარტელიანი (57კგ). პირველ წრეში დარია ბილოდიდის დამარცხების შემდეგ, ქართველმა ყაზახი ნიშანბაევა დაამარცხა და ნახევარფინალში იჭიდავებს. ფინალში გასასვლელად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) და გიორგი სარდალაშვილი (60კგ). დანარჩენი სამი ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში ასპარეზობს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს თბილისის გრანდ სლემმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, საქართველოს ნაკრებმა კი 9 მედლით გუნდური პირველობაც მოიგო. ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.). ფინალური ბლოკი დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.