ლუკას ვასკეტსი და ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალში“ 2025 წლის ივნისამდე დარჩებიან #1TVSPORT
ესპანური მედიის ინფორმაციით, ლუკას ვასკეტსი და ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს 2025 წლის ივნისის ბოლომდე გაახანგრძლივებენ.
ცოტა ხნის წინ მოდრიჩმა „სამეფო კლუბთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მეექვსედ მოიგო, ხოლო ვასკეტსმა – მეხუთედ. მათი კონტრაქტები 2024 წლის ივნისის ბოლოს იწურებოდა.
ვასკეტსი მადრიდული კლუბის აკადემიის აღზრდილია და პირველი გუნდის წევრი 2015 წელს გახდა, ხოლო მოდრიჩი „რეალმა“ 2012 წელს „ტოტენჰემიდან“ შეიძინა. 2018 წელს ხორვატმა ფეხბურთელმა „ოქროს ბურთიც“ მოიგო.
სეზონის დასრულების შემდეგ „რეალს“ ტონი კროოსი და ნაჩო ფერნანდესი დაემშვიდობნენ.