ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად „ტოტენჰემის“ 26 წლის ბრაზილიელი ლუკას მოურა აღიარეს. მოურამ განვლილი თვის სამ მატჩში სამი გოლი გაიატანა. ბრაზილიელმა ჯერ მეორე ტურში გაუტანა „ფულჰემს“ და პრემიერლიგაში თავისი გოლების ანგარიში გახსნა, შემდეგ შეხვედრაში კი „ოლდ ტრაფორდზე“ შეასრულა დუბლი.
ლუკას მოურა –
„რთული ასახსნელია რას ვგრძნობ. ძალიან გახარებული ვარ, ვინაიდან ვიცი რა რთულია ამ პრიზის მოპოვება. ახლა შეიძლება ვისიამოვნო მომენტით და გავაგრძელო მუშაობა, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ წინ უფრო დიდი წარმატებები მელის“.