ლუკაკუს ჰეთ-თრიკით ბელგიამ შვედეთში დიდი ანგარიშით მოიგო, ზლატანმა ასაკობრივი რეკორდი დაამყარა - ევრო 2024-ის შესარჩევი, F ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ლუკაკუს ჰეთ-თრიკით ბელგიამ შვედეთში დიდი ანგარიშით მოიგო, ზლატანმა ასაკობრივი რეკორდი დაამყარა - ევრო 2024-ის შესარჩევი, F ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ლუკაკუს ბელგიის ნაკრებში 71 გოლი დაუგროვდა. ევროპული ნაკრებების ისტორიაში ამდენი ან მეტი გოლი მხოლოდ 5 ფეხბურთელს გაუტანია: გერმანელ მიროსლავ კლოზეს (71 გოლი), უნგრელ შანდორ კოშიჩს (75), პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის (78), უნგრელ ფერენც პუშკაშს (84) და პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს (120).

* 41 წლისა და 172 დღის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. აქამდე ეს რეკორდი ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს დინო ძოფს ეკუთვნოდა, რომელმაც 1983 წელს, შვედეთის წინააღმდეგ 41 წლისა და 3 თვის ასაკში ითამაშა.

 

შვედეთი-ბელგია              0:3

გოლები: 0:1 ლუკაკუ (35), 0:2 ლუკაკუ (49), 0:3 ლუკაკუ (82)

ბელგია: კურტუა, კასტანი, ვერტონგენი, ფასი, ტეატე (86. სალემაკერსი), დე ბრუინი, კარასკო (90. ოპენდა), ონანა, ტროსარდი (61. მანგაკა), ლუკებაკიო (61. ბაკაიოკო), ლუკაკუ (85. ბორნაუვი).

 

ავსტრია-აზერბაიჯანი   4:1

გოლები: 1:0 ზაბიტცერი (27), 2:0 გრეგორიტში (29), 3:0 ზაბიტცერი (50), 3:1 მაჰმუდოვი (64), 4:1 ბაუმგარტნერი (69)