ლონდონური კლუბის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩელსის“ ახალი შენაძენი, ბელგიელი რომელუ ლუკაკუ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ლუკაკუ ლონდონელთა რიგებს 12 აგვისტოს „ინტერიდან“ შეუერთდა და „ჩელსის“ ხელმძღვანელობასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბელგიელისთვის პრემიერლიგა კარგად ნაცნობი ჩემპიონატია. რომელუ ლუკაკუ გასულ წლებში თამაშობდა – „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ვესტ ბრომვიჩში“, „ევერტონსა“ და თავად „ჩელსიში“.