ლუკაკუ ხელფასის ორჯერ შემცირებას დათანხმდა და „ნაპოლისთან“ კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსისა“ და ბელგიის ნაკრების ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა „ნაპოლისთან“, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
ხელშეკრულება სამწლიანი იქნება, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი წელიწადში ექვს მილიონ ევროს მიიღებს. ეს ორჯერ ნაკლებია იმ ხელფასზე, რომელსაც 31 წლის ბელგიელი „ჩელსიში“ იღებს.
ამასთან, „ნაპოლის“ ჯერ არ აქვს შეთანხმება ლონდონურ კლუბთან ლუკაკუს ტრანსფერზე. „ჩელსის“ თავის ფეხბურთელში 35 მილიონი ევროს მიღება სურს, მაგრამ ნეაპოლელები მზად არ არიან ასეთი თანხის გადასახდელად.