პოლონური “არკამ” კელჩეს “კორონასთან” პოლონეთის თასის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი 1:0 მოიგო და ფინალში გავიდა.
ამ გამარჯვებაში დიდი როლი 22 წლის ქართველმა ლუკა ზარანდიამ ითამაშა. მაგრამ ჯერაც უცნობია, ფინალში ითამაშებს თუ არა. საქმე ისაა, რომ ქართველი თავდამსხმელი განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში დაშავდა და მე-60 წუთზე შეცვალეს.
ზარანდიას კუნთი აქვს დაჭიმული. მან პირველ არხთან განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, ტრავმა რამდენად სერიოზულია.
”ჯერ წინასწარი დიაგნოზი დამისვეს და მითხრეს, რომ საშიში არაფერია. მაგრამ ყველაფერი რომ დაზუსტდება და ეს დადასტურდება, მხოლოდ ამის შემდეგ დავწყნარდები” – ამბობს ზარანდია.