ლუკა ზარანდია - ფილტვების ანთება მქონდა და მიხარია, რომ მწვრთნელი მენდო
ლუკა ზარანდია - ფილტვების ანთება მქონდა და მიხარია, რომ მწვრთნელი მენდო
ლუკა ზარანდიას პოლონურმა გამოცემა სპორტ ტროიმიასტომ ინტერვიუ ჩამოართვა – პოლონეთის ექტრაკლასას გდინიას „არკას“ 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა უთამაშებლობის მიზეზზე ილაპარაკა.
 
„ლუკა ზარანდია, ადამ დეჟა, მიხალ იანოტა და მაკეი იანკოვსკი ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც გიორგი მერებაშვილის პლოცკის „ვისლასთან’ შეხვედრამდე დაიწყეს ვარჯიში – ყველა მათგანი სხვასდასხვა პრობლემის გამო ვერ თამაშობდა“ – წერს პოლონური გამოცემა.
ლუკა „არკას“ 3 მაისს პლოცკის „ვისლასთან“ მატჩში დაუბრუნდა. მანამდე მან ექსტრაკლასაში 16 თებერვალს, გიორგი გაბედავას და გიორგი ივანიშვილის სოსნოვიეცის „ზაგლებიეს“ წინააღმდეგ ითამაშა. რა შეემთხვა ზარანდიას? ჟურნალისტმა კითხვა ამის თაობაზეც დაუსვა.
ფილტვების ანთება და ინფექცია მქონდა. დღეში სამჯერ ვიღებდი ანტიბიოტიკებს. იმდენად სუსტად ვიყავი, რომ ფეხით სიარულსაც ვერიდებოდი, ვარჯიშზე რომ არაფერი ვთქვათ. კარგია, რომ ყოველივე ამის შემდეგ მოვახერხე და მოედანს დავუბრუნდი. მადლობა მწვრთნელებს, რომლებმაც პაუზის შემდეგ თამაშის შანსი მომცეს. მათ მითხრეს, რომ იმდენი შემიძლია ვითამაშო, რამდენსაც შევძლებ. თუმცა, ყველამ იცის, ჩვენთვის ახლა თითოეული ქულა და გამარჯვება რამდენს ნიშნავს. თამაში ამიტომაც მინდოდა. ამავე დროს, მოედანზე გასვლა ჩემთვის ისეთი სტიმულია, რომ ყოველგვარი სისუსტე და ტკივილი მავიწყდება“ – აცხადებს ზარანდია.