ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ვლადიმერ ვასმა ერთი დებიუტანტი გამოიძახა – პოლონური გდინიას “არკას” ფლანგის თავდამსხმელი ლუკა ზარანდია.
საქართველსო ახალაგზრდული ნაკრების 22 წლის კაპიტანი ანკრებში აქამდეც გამოძახეს, მაგრამ ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა. ზარანდიამ მიმდინარე სეზონი საუკეთესოდ დაიწყო და უკვე სამჯერ მოხვდა პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურ ნაკრებში.
„მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარ. ეს ყველა ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაციაა. ვეცდები, რომ გუნდს სრულად დავეხმარო, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. საქართველოს ნაკრებისთვის ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია, ორი გამარჯვების შემდეგ კარგი სატურნირო მდგომარეობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ.“ – განაცხადა საქართველოს ნაკრებში პირველი ვარჯიშის შემდეგ ლუკა ზარანდიამ.