ლუკა წულუკიძის ჰეთ-თრიქით ქართველმა 19-წლამდელებმა ისრაელი დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ისრაელში მასპინძელ ასაკობრივ ნაკრებთან საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლში – 3:2 დაამარცხა.

ქალაქ შეფაიმში ჩატარებულ შეხვედრაში მეტად შედეგიანი იყო „საბურთალოს“ შემტევი ლუკა წულიკიძე – საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

17 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა 2021 წლის ნოემბერში ქობულეთის „შუქურასთან“ ჩაატარა და პირველივე შეხვედრაში ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

ვასილ მაისურაძის გუნდი, ისრაელის ტურნეს ფარგლებში, მასპინძლებთან მომდევნო ამხანაგურ მატჩს 13 თებერვალს ითამაშებს.


ისრაელი – საქართველო 2:3


გოლები: 0:1 ლუკა წულუკიძე (1. გეგი გეგუჩაძის პასით), 1:1 საგი გენისი (19), 2:1 არიელ ლუგასი (21), 2:2 ლუკა წულუკიძე (61), 2:3 ლუკა წულუკიძე (80).

საქართველო: ლუკა ხარატიშვილი, თორნიკე დუნდუა, გიორგი პირტახია, ოთარ მამაგეიშვილი, დავით გოგოტიშვილი (46. ჯადული იობაშვილი), საბა გოგლიჩიძე (46. ნიკოლოზ უგრეხელიძე), გიორგი გვიშიანი, გეგი გეგუჩაძე, გიზო მამაგეიშვილი (86. გიორგი ხაბულიანი), ლუკა წულუკიძე, გიორგი კვერნაძე

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე