ლუკა პარკაძე „გაგრას“ დაემშვიდობა და მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდება #1TVSPORT
ლუკა პარკაძე ეროვნულ ლიგაში „თელავთან“ ბოლო ტურის მატჩის შემდეგ „გაგრას“ დაემშვიდობა და მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდება, რომელთანაც ხუთწლიანი კონტრაქტი აქვს, – ინფორმაციას MatchDay ავრცელებს.
18 წლის შემტევი ნახევარმცველი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. მისი დებიუტი 2021 წლის სეზონში შედგა. „ბაიერნმა“ პარკაძე საქართველოსა და გერმანიის 17-წლამდელთა გუნდების თამაშის დროს შენიშნა და მისით დაინტერესდა.
ლუკამ „ბაიერნთან“ ხანგრძლივი კონტრაქტი 2022 წლის 17 აგვისტოს გააფორმა. მაშინ ის არასრულწლოვანი იყო და ევროკავშირში თამაშის უფლება არ ჰქონდა (როგორც არაევროკავშირელს). ამის გამო ის ერთი წლით საქართველოში დარჩა. შემდეგ ლუკა „გაგრის“ შემადგენლობაში თამაშობდა, რადგან „დინამო თბილისში“ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.
ახალგაზრდა ნახევარმცველი იყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, სადაც 19 მატჩში სამი გოლი გაიტანა, ახლა კი 19-წლამდელების წევრია. ინგლისურმა გამოცემა Guardian-მა 2022 წელს პარკაძე მსოფლიო ფეხბურთის 60 ტალანტს შორის დაასახელა. გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ი მის ტრანსფერს 150 000 ევროდ აფასებს.