ლუკა პარკაძე დაბრუნდა და ძირითადში ითამაშა - „ადმირამ“ საკონტროლო მატჩი მოიგო #1TVSPORT
ლუკა პარკაძე ტრავმისგან განიკურნა, მოედანს დაუბრუნდა და „ადმირაში“ 2024 წლის პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა ავსტრიის რეგიონალლიგის მეორეადგილოსან „კრემსერთან“, რომელიც ქართველის გუნდმა 2:0 მოიგო.
18 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი მიუნხენის „ბაიერნს“ ეკუთვნის, რომელმაც პარკაძე ავსტრიის რანგით მეორე ლიგის „ადმირაში“ იჯარით გაუშვა, მაგრამ პარკაძე ტრავმირებული იყო და პირველ წრეში მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა.
სუდშტადტში გამართულ შეხვედრაში პარკაძე „ადმირას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა, რომელიც 0:0 დასრულდა. ქართველის გუნდმა გოლები მეორე ნახევარში გაიტანა – ანგარიში სალკო მუიანოვიჩმა (56) გახსნა, ხოლო მეორე გოლი ფილიპ რისტანიჩმა მატჩის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე (87) გაიტანა.
ავსტრიის მეორე ლიგის გათამაშება თებერვლის ბოლოს განხალდება. ლუკა პარკაძეს, „დინამო თბილისის“ გარდა, უთამაშია „გაგრაში“, ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.