მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა თავის ბიოგრაფიაში „ჩემი თამაში“ ვარჯიშზე მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსა და კრიშტიანო რონალდოს ჩხუბი გაიხსენა. ინციდენტს მოგებული მატჩის შემდეგ ჰქონდა ადგილი.
„გაკვირვებული ვიყავი მოურინიოს რეაქციით“, – დაწერა მოდრიჩმა. – „ჩვენ ესპანეთის თასზე 2:0 მოვიგეთ. რონალდო ბურთისთვის ბევრს არ იბრძოდა და ამან ჟოზე გააცოფა. ისინი მინდორზე დიდხანს კამათობდნენ. შესვენებაზე გასახდელში დაბრუნებულმა დავინახე სასოწარკვეთილი რონალდო, რომელიც ტირილამდე იყო მისული. მან თქვა: „ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, ის კი ჩემს კრიტიკას აგრძელებს“. შემოვიდა მოურინიო და ისევ გააკრიტიკა კრიშტიანო მატჩის დროს მის მოქმედებაზე. ისინი ერთმანეთისკენ გაიწიენ და მხოლოდ მოთამაშეთა ჩარევის წყალობით არ მივიდა საქმე რეალურ ჩხუბამდე“.