ლუკა მოდრიჩი ზაფხულში „რეალს“ დატოვებს და ევრო 2024-ის შემდეგ, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს #1TVSPORT
ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი არ გააგრძელებს კონტრაქტს მადრიდის „რეალთან“.
ჟურნალისტმა მანუ კარენიომ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მოდრიჩი ნებისმიერ შემთხვევაში არ გააგრძელებს კარიერას „რეალთან“.
„ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრავმების გამო ის დღეს იმაზე მეტს თამაშობს, ვიდრე უნდა ითამაშოს“, – დაწერა კარენიომ.
მომავალში „რეალი“ და კარლო ანჩელოტი სულ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებენ ფედე ვალვერდეზე, ჯუდ ბელინგემზე, ედუარდო კამავინგასა და ორელიენ ჩუამენიზე, რაც შეამცირებს ტონი კროოსისა და მოდრიჩის სათამაშო დროს.
„მოდრიჩმა იცის, რომ იმაზე მეტს თამაშობს, ვიდრე თავად ელოდა და ესმის, რომ მისი როლი შემადგენლობაში მეორეხარისხოვანი ხდება. თუ იქნება შეთავაზება საუდის არაბეთიდან ან MLS-იდან, ის იქ გაემგზავრება. მაგრამ თუ არ იქნება შესაფერისი წინადადება, მოდრიჩი ითამაშებს ევრო 2024-ზე ხორვატიის ნაკრებში და დაასრულებს კარიერას“, – განაცხადა კარენიომ.
მიმდინარე სეზონში 38 წლის მოდრიჩმა 24 მატჩი ჩაატარა და, ჯამში, მოედანზე 1250 წუთი გაატარა.