ლუკა მოდრიჩი ოქროს ბურთზე არ ფიქრობს - ფინალში უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ, ვიდრე წინა თამაშებში
15 ივლისს, მოსკოვის “ლუჟნიკებში” 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატია საფრანგეთს შეხვდება.
ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლუკა მოდრიკმა განაცხადა, რომ გუნდი ფინალს დიდი იმედებით ელის.
“ცხოვრებაში ბევრ პრობლემას წავწყდომივარ. ამ ყველაფრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ის ვისწავლე, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე და გჯეროდეს საკუთარ თავის, გააგრძელოთ ბრძოლა და შეეცადო, ოცნება განახორციელო. აი, რა მასულდგმულებდა მთელი კარირის განმავლობასი და მით უფრო – ფინალამდე. ახლა მთავარია გვესმოდეს, რომ წინა მატჩებში უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ” – ამბობს მოდრიჩი.
ხორვატების ნახევარმცველისა და კაპიტანის თქმით, ის არ ინდივიდუალური პრიზის მოპოვებაზე ფიქრობს: “რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, როდესაც ამბობენ, რომ პირველად 11 წლის განმავლობაში, შემიძლია კრიშტიანუს და მესის ჰეგემონია დავამხო და “ოქროს ბურთი” მივიღო. ღმერთმა ქნას, ხვალ ჩვენ გავიმარჯვოთ და მსოფლიო თასი მოვიპოვოთ. მაგრამ ინდივიდუალური ჯილდოზე არ ვფიქრობ – ეს ის არაა, რისკენაც უნდა ისრაფოდე. მთავარი შენი ნაკრების წარმატებაა და აქცენტს მხოლოდ ამაზე ვაკეთებ”.