ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალში“ კიდევ ერთი წლით დარჩება #1TVSPORT
ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალში“ კიდევ ერთი წლით დარჩება #1TVSPORT

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალში“ კიდევ ერთი წლით დარჩება და კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

„სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელებს ბრწყინვალე ფორმაში მყოფი 37 წლის მოდრიჩის დატოვება დიდი ხანია სურთ და მასთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებდნენ. გუნდში დარჩენის სურვილი თავად ბალკანელმა ფეხბურთელმაც გამოთქვა.

მოდრიჩს ცოტა ხნის წინ შეთავაზება საუდის არაბეთიდანაც ჰქონდა, თუმცა მას ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზე, ევროპაში სურს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინება.

2018 წლის ოქროს ბურთის მფლობელი სექტემბერში 38 წლის გახდება. იგი მადრიდის „რეალში“ 2012 წლიდან ირიცხება, ამ დროის მანძილზე გუნდთან ერთად მან ხუთჯერ – ჩემპიონთა ლიგა, ხოლო სამჯერ ლა ლიგა მოიგო.

მოქმედი ხელშეკრულება ლუკასა და „სამეფო კლუბს“ შორის მიმდინარე წლის ივნისში იწურება.