სპორტული გამოცემის, Givemesport-ის ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალს“ 2024 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
წყაროს ცნობით, 38 წლის მოდრიჩის გადაბირებით „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ალ-ჰილალი“, „ალ-ნასრი“ და ფეხბურთელის პირველი კლუბი „დინამო ზაგრები“ ინტერესდებიან.
მოდრიჩმა „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გასული სეზონის მიწურულს 2024 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა, თუმცა მას ამ სეზონში ნაკლები სათამაშო დრო აქვს და გუნდში დარჩენა აღარ სურს.
2018 წლის „ოქროს ბურთის“ გათამაშების გამარჯვებული მადრიდულ გრანდში 2012 წელს ლონდონის „ტოტენჰემიდან“ გადავიდა. გუნდის მაისურით მოდრიჩმა 506 შეხვედრა ჩაატარა.
2014, 2016, 2017, 2018 და 2022 წლებში ხორვატმა ფეხბურთელმა მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.