ლუკა მოდრიჩი - კილიან მბაპეს უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადასვლა სჭირდება
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი თვლის, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ კილიან მბაპეს უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადასვლა სჭირდება, ვიდრე ფრანგული ლიგაა. მისი აზრით, 21 წლის ფრანგს ყველა მონაცემი აქვს, რომ უფრო მეტს მიაღწიოს.
„მბაპეს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ დომინირებდეს. თუმცა, ჩემი აზრით, ხარისხობრივი ნახტომისთვის მას ისეთ ჩემპიონატში სჭირდება გადასვლა, სადაც მისი გუნდი ასე ადვილად ვერ მოიგებს თამაშებს“, – მოჰყავს მოდრიჩის სიტყვები „გაძეტა დელო სპორტს“.
კილიან მბაპე პარიზულ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. წლევანდელ სეზონში მან 30 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა და ეს ყველაფერი 33 მატჩში შეძლო.
რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ფრანგის შეძენით „რეალ მადრიდი“ და „ლივერპული“ არიან დაინტერესებულნი.