ლუკა მაისურაძეს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა - ევროპის ჩემპიონი თბილისის გრან სლემს გამოტოვებს #1TVSPORT
ქართველი ძიუდოისტი, ევროპი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე თბილისის გრანდ სლემზე ვერ იჭიდავებს.
მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა. საქართველოს პირველი არხი ახალგაზრდა სპორტსმენს დაუკავშირდა. მაისურაძის თქმით, იგი ვარჯიშზე ტკივილმა შეაწუხა, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, სადაც ბრმანაწლავზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
მაისურაძე, თავს კარგად გრძნობს და დღეს სახლში გაეწერება. ვარჯიშის განახლებას კი ერთ თვეში შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ახალგაზრდა ლუკა მაისურაძე (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სერბი დარკო ბრასნიოვიჩი აშკარა უპირატესობით დაამარცხა.
თბილისის გრანდ სლემი 3-5 ივნისს გაიმართება.