ლუკა ლოჩოშვილი - კარგად თამაში და წინსვლა უნდა გავაგრძელოთ #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებისა და ერთა ლიგაზე მოახლოებული მატჩების შესახებ კომენტარი ეროვნული გუნდის მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა გააკეთა.
„ნაკრების შეკრებაზე ყოფნა ძალიან კარგი შეგრძნებაა, რადგან ერთი დიდი ოჯახი ვართ. ევროპის ჩემპიონატის ემოციების შემდეგ, რომელიც მთელმა ქვეყანამ განიცადა, სანაკრებო შეკრება მონატრებული გვქონდა.
ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, კარგად თამაში უნდა გავაგრძელოთ და უფრო მეტად განვვითარდეთ. ვფიქრობ, წინსვლას გავაგრძელებთ და დიდ ტურნირებზე კიდევ მოვხვდებით“.
სექტემბერში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ერთა ლიგის მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს, ტრადიციულად, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.