ლუკა ლოჩოშვილი - ესპანეთთან თბილისური მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილი - ესპანეთთან თბილისური მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად ესპანეთის ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციას დაესწრო.

„ესპანეთთან თბილისში ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი განვიცადეთ, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია და ამის გარეშე მოგებას ვერ ისწავლი. ვფიქრობ, გუნდის თითოეულმა წევრმა გააანალიზა ის მატჩი, თავისი პასუხისმგებლობა აიღო და გამოიტანა დასკვნები. როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, კარგი გაკვეთილი იყო ჩვენთვის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და მოვემზადოთ მარტის თამაშებისთვის.

ამის შემდეგ წარმატებული სერია გვქონდა და აქ იმისთვის ვართ, რომ უკეთ ვითამაშოთ. შოტლანდიასთან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. პირველ ტაიმში კომპაქტურად ვიცავდით თავს და შეტევაშიც კარგად გადავდიოდით, რაც შედეგზეც აისახა. მეორე ნახევარში, როდესაც დავწინაურდით, უკან მოგვიწია დახევა.

იყო სირთულეები და იღბალი დაგვაკლდა. ჯამში, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ“, – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.

ვალიადოლიდში ესპანეთი – საქართველოს მატჩი, რომლითაც გუნდები ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლს დაასრულებენ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (ფმ 102.3).