ლუკა ლოჩოშვილი - ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი ყველაზე დიდი ემოციაა [ვიდეო] #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილი - ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი ყველაზე დიდი ემოციაა [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიური „კრემონეზეს“ მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა საქართველოს ნაკრებში დაბრუნება ტაილანდთან ამხანაგურ შეხვედრაში სადებიუტო გოლით აღნიშნა და დიდი ანგარიშით მოგებაში (8:0) თავისი წვლილი შეიტანა.

„რა თქმა უნდა, თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ჩემი აზრით, ნაკრებს ეს მოგება ძალიან სჭირდებოდა. კარგი განწყობა და თვითრწმენა დავიბრუნეთ, რაც მომავალ თამაშებში დაგვეხმარება.

სადებიუტო გოლი ძალიან სასიხარულოა და ყველაზე დიდი ემოციაა, რაც ეროვნული ნაკრების მაისურით შეიძლება განიცადოს ფეხბურთელმა, ეს გოლი ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარება.

იმედი მაქვს, საქართველოს სახელით მომავალშიც ბევრ გოლს გავიტან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკეთესი შედეგები გვექნება“, – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.