ლუკა ლოჩოშვილი დებიუტით გახარებულია
ლუკა ლოჩოშვილი დებიუტით გახარებულია

ლუკა ლოჩოშვილმა სლოვაკეთის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. თბილისის „დინამოდან“ სლოვაკურ „ჟილინაში“ გადასულმა 20 წლის მცველმა ახალი კლუბის ფორმა პირველად „დუნაისკა სტრედას“ წინააღმდეგ მოირგო, რომლის წინააღმდეგაც ზაფხულში თბილისელთა შემადგენლობაში ევროპის ლიგაზე ითამაშა.

20 წლის ქართველმა მცველმა თავის დებიუტზე კომენტარი „ჟილინას“ ოფიციალურ გვერდთან
გააკეთა.

„დღეს ჩვენ მშვენიერი შეხვედრა ჩავატარეთ, ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ეს შედეგში ვერ ავსახეთ. ჩემი აზრით, წაგებას არ ვიმსახურებდით. „დუნაისკა სტრედას“ წინააღმდეგ თბილისის „დინამოს“ ფორმითაც მითამაშია, მაგრამ მათ წინააღმდეგ დღეს ბევრად უკეთ ვითამაშე. მიხარია, რომ სადებიუტო შეხვედრა ჩავატარე და თანაგუნდელებთან ერთად დაცვაში ცუდად არ მითამაშია. ეს იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის უჩვეულო პოზიციაზე ვთამაშობდი“, – ამბობს ლოჩოშვილი.