ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT
ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში აზერბაიჯანის „ყარაბაღმა“ ლუბლიანის „ოლიმპიასთან“ 1:1 ითამაშა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. „ყარაბაღის“ შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა.

აზერბაიჯანის ჩემპიონმა სლოვენიაში პირველი მატჩი 2:0 მოიგო და საპასუხო დაპირისპირებამდე კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრის 24-ე წუთზე ტორალ ბაირამოვმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. სლოვენიელებმა 36-ე წუთზე გაათანაბრეს – კოშტა პინტუმ საჯარიმოში მიიღო ბურთი და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:1.

საბოლოოდ, შეხვედრა ასევე დასრულდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანის „ყარაბაღი“ გავიდა.