ლუკა გოგინავას ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში - „მონ დე მარსანმა“ „ბიარიცი“ დაამარცხა #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მე-10 ტური „მონ დე მარსანისა“ და „ბიარიცის“ მატჩით დაიწყო, რომელიც „მონ დე მარსანის“ გამარჯვებით დასრულდა – 33:15.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში თამაში ლუკა გოგინავამ და იოანე იაშაღაშვილმა დაიწყეს, სტუმართა შორის ძირითადში გიორგი ძმანაშვილი იყო, რომელიც 50-ე წუთზე ნოდარ შენგელიამ შეცვალა.
მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში ლუკა გოგინავამ ლელოთი გახსნა, ეს მიმდინარე სეზონში მისი პირველი ლელოა. გოგინავა 61-ე წუთზე შეცვალეს, იაშაღაშვილმა კი სრულად ითამაშა.