ლუკა გადრანმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა - „ქაირათმა“ მოიგო და ლიდერს დაეწია [ვიდეო] #1TVSPORT

ლუკა გარდანი ყაზახეთის პრემიერლიგის მე-16 ტურის ერთ-ერთი გმირი გახდა – ქართველის გოლითა და საგოლე გადაცემით ალმათის „ქაირათმა“ შინ „ელიმაი“ დაამარცხა – 4:1.

ლუკა გადრანი და გიორგი ზარია „ქაირათის“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, (ზარია შესვენების შემდეგ შეცვალეს), ლუკა გადრანმა კი მოედანზე 77 წუთი გაატარა და შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა.

ლუკამ მე-14 წუთზე ბურთი კარიდან დაახლოებით 25 მეტრში მიიღო და ძლიერი და ზუსტი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა, ხოლო 65-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ქაირათმა” 28 ქულა დააგროვა, „აქტობეს“ დაეწია, ხოლო გადრანმა მიმდინარე სეზონში პირველი ბურთი გაიტანა.