ლუკა გადრანი ყაზახეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველად დაასახელეს #1TVSPORT
ლუკა გადრანი ყაზახეთის პრემიერლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს და ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს – რჩეულები ორმა ცნობილმა საერთაშორისო ვებგვერდმა გამოავლინა.
ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა სიმბოლური ნაკრები 3-4-3 სისტემით შეადგინა – ვებგვერდმა „აქტობეს“ ქართველ ცენტრალურ მცველს 7,5 ქულა დაუწერა, რაც უკანახაზელებში საუკეთესო შეფასებაა და, შესაბამისად, ყაზახეთის საუკეთესო მცველად აღიარა.
2023 წლის სეზონის პრემიერლიგის გუნდი Transfermarkt-მა ყაზახეთში ექსკლუზიურ პარტნიორთან, Prosports.kz-თან ერთად შეადგინა და ქართველი მცველი ამ თერთმეტეულშიც მოხვდა. სეზონის დასრულების შემდეგ Transfermarkt-ზე ლუკას ტრანსფერის საბაზრო ღირებულება 550 ათას ევრომდე გაიზარდა.
ყაზახეთის პრემიერ ლიგის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, ოთხი წარმომადგენელი გადრანის ყოფილ კლუბს, „აქტობეს“ ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ 26 წლის ქართველი მცველი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბში, ალმატის „ქაირათში“ გადავიდა.