ლუკა გადრანი კარიერას „აქტობეში“ გააგრძელებს #1TVSPORT 
ლუკა გადრანი კარიერას „აქტობეში“ გააგრძელებს #1TVSPORT 

25 წლის ქართველი ცენტრალური მცველი „აქტობეს“ ფეხბურთელი გახდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ლუკა სამშობლოში „სამტრედიაში“, „ცხინვალსა“ და „რუსთავში“ თამაშობდა, კარიერის დასაწყისში „დეპორტივო ალავესის“ 19-წლამდელთა გუნდში ირიცხებოდა, ასევე ირანული „შაჰინ ბუშერისა“ და ლატვიური „ვალმიერას“ ღირსებას იცავდა.

გადრანი ყაზახეთში შარშან გადავიდა და „ტარაზში“ თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.