ლუკა გადრანი აგვისტოს ბოლომდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ლუკა გადრანი აგვისტოს ბოლომდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

26 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა გადრანი კონფერენს-ლიგაზე „აქტობესა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩის 71-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. გამოკვლევების შემდეგ გაირკვა, რომ გადრანი საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს, ქართველი მცველი აგვისტოს ბოლომდე ვერ ითამაშებს.

„ლუკა გადრანი, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე ვერ ითამაშებს, ქართველმა მცველმა „ტორპედოსთან“ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო. ფეხბურთელს გამოჯანმრთელებისთვის ორი-სამი კვირა დასჭირდება“, – იუწყება „აქტობეს“პრესსამსახური.

ლუკამ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს: „ტრავმის შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობ. ექიმმა მერაბ ვარძუკაშვილმა მითხრა, რომ სერიზული არაფერი იქნება. იმედია, მოედანზე მალე დავუბრუნდები“.

კონფერენს-ლიგაზე „აქტობესა“ და „ტორპედოს“ საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.