„დალას მავერიქსის“ მცველმა ლუკა დონჩიჩმა NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო სათამაშო დღეს „ფინიქსის“ (120:113) წინააღმდეგ 42 ქულა (12/24 – თამაშიდან, 3/11 – სამქულიანები), 9 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი დააგროვა.
დონჩიჩმა ნოემბერი ასეთი საშუალო სტატისტიკით დაასრულა – 32.4 ქულა, 10.3 მოხსნა და 10.4 შედეგიანი პასი.
შედეგად, სლოვენიელი გახდა მესამე კალათბურთელი ასოციაციის ისტორიაში, ვინც 30-ქულიანი საშუალო სამმაგი დუბლი შეასრულა ერთი თვის განმავლობაში.
ასეთი რამ აქამდე მხოლოდ რასელ უესტბრუკსა (ორჯერ) და ოსკარ რობერტსონს (რვაჯერ) გაუკეთებიათ.