ლოს-ანჯელეს ლეიკერსი უკვე ოფიციალურად 2018/19 წლების სეზონის საპლეიფო ბრძოლას გამოეთიშა. პირველად 14 წლის შემდეგ ლებრონ ჯეიმსი პლეი ოფში ვერ ითამაშებს. მეფემ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ლეიკერსის ფანებს უკვე მოუხადა ბოდიში მიმდინარე სეზონში წარუმატებლობისთვის.
მოსალოდნელია, რომ რეგულარულის დასრულების შემდეგ, ლეიკერსის ხელმძღვანელობა ლუკ ვოლტონს დაემშვიდობება. ი-ეს-პი-ენის (ESPN) ჟურნალისტ ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით, ვოლტონის მთავარ შემცვლელად ბუკლინის და მილუოკის ყოფილი თავკაცი, ჯეისონ კიდი სახელდება.