საკრამენტო კინგსმა ყოფილი მთავარი მწვრთნელი დევიდ ჟოერგერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. გუნდის გენერაულ მენეჯერ ვლადე დივაცის მთავარ ფავორიტად ლოს-ანჯელეს ლეიკერსის აწ უკვე ყოფილი თავკაცი ლუკ ვოლტონი ითვლება.
ABC10 – ის ჟურნალისტი შონ კანინგემი იუწყება, რომ საკრამენტოს ხელმძღვანელობა ვოლტონთან საბოლოო მოლაპარაკებებს აწარმოებს და კვირის ბოლოს ლუკი გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.
გამოცემა ათლეტიკის კორესპონდენტი სემ არმიკი ასევე ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის ფაქტობრივად დასრულებულია და საუბარი მრავალწლიან კონტრაქტზე მიდის.