ლუკ დევინი – ახლა მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეთანხმება შეასრულონ
ახლა მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეასრულონ, რაზეც შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე პლენარული სესიაზე განაცხადა.
„მოხარული ვართ ევროკავშირის მედიაციის შედეგად გუშინ მიღწეული პროგრესით საქართველოში, ასევე მოხარული ვართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი მუშაობით არა მხოლოდ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების, ასევე საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ.
ახლა მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა, კერძოდ საქართველოს პარლამენტის წევრებმა იმუშაონ და შეასრულონ ის, რაზეც შეთანხმებას მიაღწიეს.
ჩვენ ამ მხრივ ყურადღება უნდა შევინარჩუნოთ, თუმცა, ნება მიბოძეთ, არ დავმალოთ კმაყოფილება ამ მხრივ“, – აღნიშნა ლუკ დევინმა.