ლუიზა ვინტონი – დიდი იმედი გვაქვს, საქართველო წარმატებით გაივლის ტესტს ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნეს გარემოსთვის
დიდი იმედი გვაქვს, საქართველო წარმატებით გაივლის ტესტს ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნეს გარემოსთვის, – ამის შესახებ ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება და ეს ბრალდებები, რომლებიც ორივე მხირდან ისმის, საკმაოდ მძიმეა. საქართველომ ძალიან ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ მისი ბიზნეს გარემო ყოფილიყო ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე, როგორიც ახლაა. ასევე, ეს არის ტესტი, როგორც ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნეს გარემოსთვის, ასევე მართლმსაჯულების სისტემისა და მარეგულირებლის განვითარების დონის შესამოწმებლად.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, საქართველო წარმატებით გაივლის ამ ტესტს და როგორც მისი მართლმსაჯულების სისტემა, ასევე მისი მარეგულირებელი სრულიად გამჭვირვალედ და კანონის დაცვით ჩაატარებს გამოძიებას და ყველა ფაქტი გაიხსნება“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.