მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ლუის სუარესმა უარი თქვა კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტზე.
როგორც ჟურნალისტი ჟერარ რომერო თავის „ტვიტერში“ წერს, ურუგვაელმა უარყო წინადადებები „პალმეირასისგან“, „კორინთიანსისგან“, „ატლეტიკო მინეიროსგან“ და საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბისგან. ამის მიზეზია „ასტონ ვილაში“ სტივენ ჯერარდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ სუარესი და ჯერარდი თავის დროზე ერთად თამაშობდნენ „ლივერპულში“.
ფორვარდის კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“ ამ ზაფხულს იწურება. მიმდინარე სეზონში 34 წლის ფეხბურთელმა 27 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.