„ბარსელონას“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თავის თანამემამულეებს კორონავირუსთან საბრძოლველად ფინანსური დახმარება აღმოუჩინა. ამ ინფორმაციას ესპანური „მარკა“ ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა თანხა წამლებისა და პროდუქტების შესაძენად გადარიცხა და ამ ყველაფერს მონტევიდეოს ღარიბი უბნების მაცხოვრებლები მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში სპორტული შეჯიბრებები შეჩერებულია.