ლუის სუარესმა „იუვენტუსში“ გადასასვლელად იტალიური ენის გამოცდა ჩააბარა
ლუის სუარესმა „იუვენტუსში“ გადასასვლელად იტალიური ენის გამოცდა ჩააბარა

ლუის სუარესი დღეს პერუჯაში ჩაფრინდა, რომ იტალიური ენის გამოცდა ჩაებარებინა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა გამოცდა წარმატებით გაიარა და В1 დონის სერთიფიკატი აიღო, – იუწყება La Gazzetta dello Sport.

ენის სერთიფიკატი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იტალიის მოქალაქეობის მისაღებად. საქმე ისაა, რომ „იუვენტუსისთვის“ ამ ეტაპზე ლეგიონერის დამატება კანონმდებლობით არ შეიძლება და ტურინულ გრანდში გადასასვლელად სუარესმა იტალიის მოქალაქეობა უნდა მიიღოს.

პრობლემად რჩება „ბარსელონასთან“ მოლაპარაკების საკითხიც. კატალონიელები მზად არიან, რომ სუარესი უსაყიდლოდ გაასხვისონ, მაგრამ ურუგვაელი კონტრაქტით გათვალისწინებულ 14 მლიონ ევროს ითხოვს და მოლაპარაკება ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.